მოგესალმებით!
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს ფორუმზე.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს ძირითად წესებს და არ დაარღვიოთ ისინი. ვინაიდან ჩვენი ფორუმი სპორტულ საიტს ეკუთვნის და აქ ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან გთხოვთ არ გახსნათ ისეთი შინაარსის თემები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული16 წლამდე მოზარდებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია იძულებული გახდება მიიღოს შესაბამისი ზომები. ამავდროულად ფორუმის ადმინისტრაცია მოხარული იქნება თქვენთან თამამშრომლობით და გაითვალისწინებს თქვენს მიერ მოწოდებულ ყველა შენიშვნას და წინადადებას.
1.აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და მოწოდებები, ასევე კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება.
2. აკრძალულია უცენზურო ტექსტის, სურათის ან ლინკის ჩასმა როგორც პოსტში, ასევე ხელმოწერაში და ''ნიკში''
3. აკრძალულია სარეკლამო შინაარსის ტექსტის, სურათის ან ლინკის ჩასმა როგორც პოსტში, ასევე ხელმოწერაში და ''ნიკში''.
4. აკრძალულია დიდი ზომის ფოტოების დადება რომლებიც წელავენ გვერდს.
5.აკრძალულია ცალკე მოდელეზე თემის გახსნა გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა როდესაც რომელიმე მწარმოებელი გამოუშვებს ახალ მოდელს. ახალი მოდელის თემა გაიხსნება დროებით და როდესაც მოძველდება შეუერთდება შესაბამისი ბრენდის თემას ან დაიხურება.
6.აკრძალულია ორი მოდელის ან ფირმის შესადარებელი თემები.
7.დაშვებულია მხოლოდ ცალკეული ბრენდის კლუბის თემა და არა მოდელის, (ყურადღება! ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შეიძლება დაიშვას გამონაკლისები!)
8.გთხოვთ თემის ''მეორე სერია'' გახსნათ მხოლოდ 100 გვერდის შესრულების შემდეგ
9.აკრძალულია პირადი შეურაცხყოფის მიყენება ფორუმის წევრის ან მესამე პირის მიმართ .
10. ერთ ადამიანს არ აქვს უფლება იქონიოს რამდენიმე ნიკი, ასეთ ნიკს ადმინისტრაცია გააუქმებს ყოვლგვარი გაფრთხილების გარეშე
11.. წევრს არ აქვს უფლება სხვას გაუმხილოს (თუნდაც დროებით) მისი სარეგისტრაციო პაროლი
12. ადმინისტრაციასთან პრეტენზიები მიიღება მხოლოდ PM ის საშუალებით.
13. აკრძალულია თემის გახსნა, რომელიც შინაარსობრივ კავშირში არ არის აღნიშნულ განყოფილებასთან, ასევე თუ ანალოგიური შინაარსის თემა უკვე არსებობს აღნიშნულ განყოფილებაში.
14. პოსტების შინაარსი გამოხატული უნდა იყოს მ ხ ო ლ ო დ ქართული ანბანის ასოებით (გარდა პოსტში მოყვანილი რიცხვებისა, აბრევიატურებისა და უცხოენოვანი ტექსტებისა)
15.. აკრძალულია თემის შინაარსთან შეუსაბამო პოსტინგი (ე.წ.\"ოფტოპიკი\")
16. მოდერატორს აქვს უფლება წაშალოს ან ჩაასწოროს თემა ან პოსტი ავტორთან შეუთანხმებლად.
17. ნებისმიერ დარღვევაზე მოდერატორს შეუძლია გასცეს სიტყვიერი გაფრთხილება ან worn –ი. განსაკუთრებულ დარღვევებზე შესაძლებელია \"დამნაშავე\" უზერს გაეთიშოს პოსტინგის ფუნქცია გარკვეული ვადით ან სამუდამოდ.
18. მოდერთან პრეტენზიები მიიღება PM ის საშუალებით. თუ მოდერატორისგან პასუხს ვერ იღებთ ან ვერ თანხმდებით მიწერეთ ადმინისტრატორს |